ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცხადებაზე: ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის განაცხადი

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და მას სახელმწიფოებრივი და ისტორიული უწოდა.
როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მარგველაშვილი ხელისუფლებაში დარჩენილი სახელმწიფოზე მზრუნველი ერთადერთი თანამდებობის პირია.
“პირველ რიგში, მინდა მივესალმო ნამდვილად სახელმწიფოებრივად ძალიან ისტორიულ და მნიშვნელოვან განაცხადს, რომელიც ახლა გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის განაცხადი და ვიზიარებ მის ამ პათოსს და მივესალმები საქართველოს ხელისუფლებაში დარჩენილ ერთადერთ, სახელმწიფოზე მზრუნველ თანამდებობის პირს”, – აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები