ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ხელისუფლება ამ პროცესში ერევა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პეტერ სებასტიან ლაუმის განცხადებით, არანაირი საიმისო ნიშანი არ არსებობს, რომ ხელისუფლება ამ პროცესში ერევა. მისივე თქმით, პროცესები ობიექტურად მიმდინარეობს და მოპასუხის არგუმენტები არალოგიკურია.
“არანაირი ნიშნები არ არსებობს იმის, რომ ხელისუფლება ამ პროცესში ერევა. ვერანაირ ხელშეწყობას ვერ ვხედავთ ვერსად. ვფიქრობ, რომ ობიექტურად მიმდინარეობს პროცესები და მოპასუხის არგუმენტები არალოგიკურია”, – განაცხადა ადვოკატმა.
ამ წუთებში “რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები