„მე არ ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება სიტუაციის დაძაბვისკენ იყო მიმართული“

მე არ ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება სიტუაციის დაძაბვისკენ იყო მიმართული, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პრეზიდენტის საგანგებო განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნებისმიერი განცხადება პრეზიდენტის თუ მთავრობის მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლა იქნება.
„მე არ ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება სიტუაციის დაძაბვისკენ იყო მიმართული. ისევ იმ აზრზე ვარ და ვიქნები კიდეც, რომ ყველამ თავი უნდა შევიკავოთო, ყველა პოლიტიკოსი მყავს მხედველობაში, რომ მოსამართლეზე რაიმე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა თავიდან ავირიდოთ. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, პრეზიდენტის მხრიდან იქნება ეს, თუ პარლამენტის ან მთავრობის მხრიდან, ეს იქნება ზეწოლა მოსამართლეზე და ჩვენ მოსამართლეს საშუალება უნდა მივცეთ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები