პროკურატურის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას ოფიციალური უწყება გადასცეს

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და ნიკა გვარამიას ოფიციალური უწყება გადასცეს, – ამის შესახებ “კურიერის” წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გვარამია ჩვენების მიცემაზე თანახმაა და გამოძიებას კონკრეტულ დეტალებს გააცნობს.
“ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2″-ში პროკურატურის წარმომადგენლები მოვიდნენ და ნიკა გვარამიას ოფიციალური უწყება გადასცეს. ის დაბარებულია ხვალ 12 საათზე დაკითხვაზე. ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია და ნიკა ხვალ პირველ ჩვენებას მისცემს. გვარამია ჩვენების მიცემაზე თანახმაა და გამოძიებას კონკრეტულ დეტალებს გააცნობს”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.
გვარამიას განცხადებაზე გამოძიება 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის 6-საათიანი საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად, „კურიერი“ ეთერში სპეცგამოშვებით გავიდა და არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც მასზე სამთავრობო წრეებიდან შანტაჟი ხორციელდება.
სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ გვარამიას მოწმის სახით დაკითხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები