ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში დაიბარეს.მას პროკურატურაში ხვალ, 12:00 საათისთვის ელოდებიან.
გვარამია პროკურატურიდან ოფიციალურ უწყებას ელოდება, რის შემდეგაც საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდება.
გვარამიას განცხადებაზე გამოძიება 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 6-საათიანი საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად, „კურიერი“ ეთერში სპეცგამოშვებით გავიდა და არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც მასზე სამთავრობო წრეებიდან შანტაჟი ხორციელდება.
სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ გვარამიას მოწმის სახით დაკითხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები