გია ვოლსკი: გვარამიამ დღესვე აუცილებლად ჩვენებები უნდა მისცეს, ან იქნებ იტყუება?!

ნიკა გვარამია არ არის მეორეხარისხოვანი პიროვნება. დღესვე აუცილებლად ჩვენებები უნდა მისცეს, რომელმა იდიოტმა რომელმა პროვოკატორმა, ან რომელმა გაიძვერამ დაურეკა და დამატებითი ნავთი დაასხა ცეცხლს. ან იქნებ იტყუება? – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელს სახელისუფლებო წრეებიდან აშანტაჟებდნენ.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, დღეს “რუსთავი 2”-ს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილს, დაძაბულობის პროვოცირების საშუალება ეძლევა.
“პოლიტიკურად არის თუ არა მიზანშეწინილი ეს პროცესი? და ეძლევა თუ არა “რუსთავი 2”-ს , როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილს, საშუალება, რომ მოახდინოს დაძაბულობის პროვოცირება? რა თქმა უნდა, ეძლევა და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური მიზანშეწონილობა ამისი არ არსებობს. ნიკა გვარამიაც არ არის მეორეხარისხოვანი პიროვნება. დღესვე აუცილებლად ჩვენებები უნდა მისცეს, რომელმა იდიოტმა, რომელმა პროვოკატორმა, ან რომელმა გაიძვერამ დაურეკა და დამატებითი ნავთი დაასხა ცეცხლს. ან იქნებ იტყუება? – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები