“თქვე, მეცოცხეებო”! – „თავისუფალი ზონის“ ოფისთან აქცია იმართება
„ახალგაზრდული ცენტრი“ ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ შენობასთან აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ადგილი ციხეშია.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „თავისუფალი ზონისთვის“ „პირიმზის“ ყოფილ შენობაში ფართს ქირაობს.
“თქვენ ხართ ზონდერების ბანდა, ვინც ხალხს აუპატიურებდა. თქვე, მეცოცხეებო”,- ამ და მსგავსი შეძახილების ფონზე აქციის მონაწილეებმა წებოვანი ლენტით შენობის ოფისის კარი დროებით აკეტეს. მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტსა და აქციის მონაწილე ბესო ზანგურს შორის ინციდენტი მოხდა. მან ტელეკომპანიის ოპერატორსა და ჟურნალისტს საბუთის წარმოდგენა სთხოვა.