„თუ სასამართლო ჩამოართმევს “რუსთავი 2-ს“ ამჟამინდელ მფლობელებს, ამას სამართლიანობის აღდგენას დავუკავშირებდი“

“რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელმა უკეთ იცის ტელევიზიის რეალური მფლობელი, ამიტომაც ვარაუდობს ხვალინდელი სასამართლოს სწორ გადაწყვეტილებას – ასე ეხმაურება ექსპერტი არჩილ გამზარდია “რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას.
გამზარდიას შეფასებით, თუ ხვალ სასამართლო ამჟამინდელ მფლობელებს “რუსთავი 2“-ს ჩამოართმევს, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა. “რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელმა უკეთ იცის ტელევიზიის რეალური მფლობელი, ამიტომაც ვარაუდობს ხვალინდელი სასამართლოს სწორ გადაწყვეტილებას. იმედია, ასეც იქნება და ქონებრივი დავების კუთხით ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მორიგი პრეცედენტი შეიქმნება. თუ ხვალ სასამართლო ჩამოართმევს “რუსთავი 2-ს“ ამჟამინდელ მფლობელებს, მე ამას სამართლიანობის აღდგენას დავუკავშირებდი“,- წერს არჩილ გამზარდია.
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ქიბარს ხალვაშს, -ამის შესახებ “რუსთავი 2“- ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები