ნიკა გვარამიას თქმით, მას სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ

“მინდა მივმართო მთავრობას, ატვირთეთ, რაც გნებავთ, თავიც ჩემია, ფეხიც. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემია და ის სხვას არავის არ ეხება” „რუსთავი 2“- ის დირექტორი ეჭვობს, რომ ის შესაძლოა, უკანონო მიყურადების მსხვერპლი იყოს და მისი პირადი ცხოვრების შესახებ გარკვეული ვიდეომასალა არსებობდეს,- ამის შესახებ გვარამიამ „კურიერის“ სპეციალური გამოშვების პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„დღეს საუბარი შედგა ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც, როგორც წესი, მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ქიბარ ხალვაშს, რასაც დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება მოჰყვება. მოთხოვნა იყო, რომ მე გავქცეულიყავი. ამას მე არ გავაკეთებ-მეთქი, ვთქვი. ამის საპასუხოდ მითხრეს შემდეგი – „არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ, არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს მოლპარაკებები ადამიანებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან და ეს გამოქვეყნდება და მე განადგურებული ვიქნები. მე მგონია, რომ შანტაჟის წინააღმდეგ სწორი გზაა საუბარი ამაზე. დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი სიკეთე დევს სასწორზე, ვიდრე ჩემი პირადი კეთილდღეობა. მინდა მივმართო მთავრობას, ატვირთეთ, რაც ნებავთ, თავიც ჩემია, ფეხიც. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემია და ის არავის სხვას არ ეხება. თუ მე ვარ უკანონო მიყურადების მსხვერპლი, ამაზე გაგებინებთ პასუხს. ცხოვრებაში არაფერი არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნება იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე დღეს ჩემი „რუსთავი 2“-დან გაქცევა. ამას არ ჩავიდენ არავითარი შანტაჟის სანაცვლოდ“, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები