მდინარე ვერეს ხეობაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში ნოემბრის დასაწყისში შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები