ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საზოგადოებას 3 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს, ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“, უწყების 3-წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ღონისძიებებზე.
პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა: ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები; მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა; სოფელ დართლოს რეაბილიტაცია; ხევსურეთში როშკა-არხოტის გზის მშენებლობა; კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაცია, ღია მმართველობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და სხვა…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები