ვლადიმერ პაპავა მის გადადგომასთან დაკავშირებით სტუდენტების მოთხოვნას პასუხობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა მის გადადგომასთან დაკავშირებით სტუდენტების მოთხოვნას პასუხობს. პაპავა აცხადებს, რომ მას სტუდენტებთან ურთიერთობის პრობლემა არასოდეს ჰქონია.
რაც შეეხება უნისვერსიტეტში არსებულ შესაძლო ფინანსურ დარღვევებს პაპავა ამბობს, რომ ამის დასადგენად არსებობენ შესაბამისი ორგანოები.
პაპავა ნებისმიერი დიალოგისა და კომუნიკაციისთვის მზად არის.
“მე არასოდეს არ მქონია სტუდენტებთან ურთიერთობის პრობლემა არც ახლა არ მაქვს, აბსოლუტრად ღია ვარ რაც შეეხება დარღვევებს, თუკი რაიმე დარღვევაა ამისთვის არსებობენ ორგანოები. ვისაც უნდა მოვიდეს შეისწავლოს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე ორგანიზაცია და მზად ვართ ვაგოთ შესაბამისი პასუხი. რაც შეეხება გადადგომის საკითხს, ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება“, – აღნიშნა პაპავამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების აქცია იმართება. აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც უნივერსიტეტის რექტორი ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, უნივერსიტეტში არის ბიუროკრატიული მანქანა, ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელსაც ემატება ლექტორთა არაკვალიფიციურობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები