ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ მთავარ პროკურორობაზე შეთავაზება არ მიუღია

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის მტკიცებით, მთავარ პროკურორად დანიშვნის საკითხზე იუსტიციის მინისტრისგან შეთავაზება არ მიუღია. ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“მე ამ შესაძლებლობებზე ვერაფერს ვიტყვი. მეც ვიცი მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციების შესახებ, რომ სახელდება ჩემი კანდიდატურაც, თუმცა ეს არის მხოლოდ იუსტიციის მინისტრის პრეროგატივა და ვფიქრობ, ამ კითხვით უნდა მიმართოთ მხოლოდ მას. სხვას არავის არ შეუძლია მთავარი პროკურორის კანდიდატურის დასახელება. არანაირი შემოთავაზება, არანაირი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით არავისთან არ ყოფილა”, – აღნიშნა შოთაძემ.
საპროკურორო საბჭოში პროკურორი წევრების არჩევის პროცესი დასრულდა. საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან რვა წევრი პროკურატურის მოქმედ თანამშრომლებს ეყოლებათ. ახალი მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები