“პროკურატურაში თუ პროკურატურის გარეთ, მე ვიქნები პროკურატურის ძალიან დიდი გულშემატკივარი“
პროკურატურაში თუ პროკურატურის გარეთ, მე ვიქნები თითოეული თქვენგანის, პროკურატურის ძალიან დიდი გულშემატკივარი, – ამ სიტყვებით საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.
“საპროკურორო საბჭოს საპროკურორო ნაწილი უკვე დაკომპლექტებულია. ჩვენ ველოდებით პარლამენტს და საერთო სასამართლოებს იმისთვის, რომ 29 ოქტომბრამდე შედგეს საპროკურორო საბჭოს პირველი შეხვედრა. რაც შეეხება მომავალი მთავარი პროკურორის საკითხს, ეს იქნება არჩევითი თანამდებობა, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ პროკურატურამ სწრაფი ნაბიჯებით და უფრო მეტი დამოუკიდებლობით განაგრძოს თავისი საქმიანობა”, – აღნიშნა გიორგი ბადაშვილმა.
საპროკურორო საბჭოში პროკურორი წევრების არჩევის პროცესი დასრულდა. საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან რვა წევრი პროკურატურის მოქმედ თანამშრომლებს ეყოლებათ. ახალი მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა.