„საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეულ მოსამართლესთან ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გასაუბრება შედგა“
საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეულ მოსამართლესთან ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გასაუბრება შედგა – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ეს ამბავი ხდებოდა ყველასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა მაგრამ უახლოეს მომავალში ყველას გამოკითხვა მოხდება. “გარკვეული გასაუბრება უკვე გაიმართა საკონსტიტიციო სასამართლოს ზოგიერთ წევრთან, მაგრამ უმეტესობა არ იმყოფებოდა საქართველოში, როცა ეს ამბავი ხდებოდა და შესაბამისად, ყველასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. თუმცა, უახლოეს მომავალში მოხდება ყველას გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა – “კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად”.