ლანჩხუთში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი მიადუღეს
გურიაში, ლანჩხუთში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი მიადუღეს. აღნიშნულის გამო “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის შელაპარაკება მოხდა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ უნდა გაუქმდეს, რადგან ეს ორგანიზაცია სამარცხვინოა.