ნოდარ ჯავახიშვილი: ვეუბნები ქართულ და ამერიკულ საზოგადოებას, რომ არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს
ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ქართულ და ამერიკულ საზოგადოებას, რომ არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს , – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება არ მოუსმენია.
“ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ქართულ საზოგადოებასაც და ამერიკულსაც, რომ არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს. მე, სხვათა შორის, რამდენიმე ელჩმა მითხრა და ყველა დავაწყნარე, რომ არავინ არ ებრძვის არცერთ ტელევიზიას, მათ შორის, “რუსთავი 2″-ს და არავინ აპირებს ტელევიზიის დახურვას”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
კითხვაზე, რომ დაყადაღებულია “რუსთავი 2”-ის ქონება, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ქონება დააყადაღა მოსამართლემ.
“ვინ დააყადაღა, მოსამართლემ დააყადაღა. ანუ ეს არის, როგორც წესი, სამართლიანი გადაწყვეტილება. რატომაა ეს პოლიტიკური”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.