კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ „ხერხემლის“ ციტირებებზე კომენტარის გაკეთება უხერხული იქნება

„გაზს, რა თქმა უნდა, სუნი აქვს“ – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შეკითხვას – აქვს თუ არა რუსულ გაზს და რუსულ ფულს სუნი, რამდენადაც ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში 2012 წელს განაცხადა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხერხემლის ციტირებებზე კომენტარის გაკეთება, მე ვფიქრობ, უხერხული იქნება. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა იმაზე, რომ სინდისის და ნამუსის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა, თუმცა, პირველ რიგში, რაც მათ მოახერხეს და გაყიდეს, ისიც კაპიკებდ, იყო სინდისი და ნამუსი. გაზს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სუნი აქვს იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ის ბუნებრივი აირია“, – განაცხადა  კალაძემ კითხვის პასუხისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები