თამარ რუხაძე: დიდი უსამართლობაა, ქიბარ ხალვაშს ჟურნალისტების შეზღუდვა დააბრალო

“რუსთავი 2-ზე” სასამართლო დავა ერთი თემაა და სულ სხვა თემაა ის პერიოდი, როდესაც ქიბარ ხალვაში იყო ტელევიზიის მფლობელი. ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ის ჩაერია სარედაქციო მუშაობაში, შემდეგ ბოდიშიც მოიხადა და საჯაროდაც მოყვა ამ შემთხვევაზე, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ამავე ტელეკომპანიის ყოფილი ჟურნალისტი, თამარ რუხაძე.
რუხაძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის მფლობელი იყო და აღნიშნავს, რომ ხალვაშის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ზეწოლაზე საუბარი უსამართლობაა.
“რუსთავი 2-ზე” სასამართლო დავა ერთი თემაა და შეიძლება მასთან დაკავშირებით შეკითხვებიც იყოს და ეჭვებიც, შეიძლება მეც მაშფოთებდეს ამ საქმეში რაღაცები და ამაზე მისაუბრია კიდეც. თუმცა მეორე და სულ სხვა თემაა ის პერიოდი, როდესაც ქიბარ ხალვაში იყო ტელევიზიის მფლობელი. ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ის ჩაერია სარედაქციო მუშაობაში, შემდეგ ბოდიშიც მოიხადა და საჯაროდაც მოყვა ამ შემთხვევის შესახებ. ეს დღე და სიტუაცია ახსოვს ყველას, ვინც მაშინ იქ მუშაობდა, ახსოვს ისიც, თუ როგორ დაატოვებინა მაშინდელმა პროდიუსერმა კურიერის საეთერო ტელევიზიის მფლობელს, ისე, რომ მისი მოთხოვნა არ შეგვისრულებია. ძალიან ბევრ რამეს ვისმენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, კიდევ ერთხელ – ერთი საკითხია მთლიანად ეს პროცესი, მაგრამ მეორეა, რომ ზოგადად, დიდი უსამართლობაა ქიბარ ხალვაშს მაშინდელ პერიოდში ჟურნალისტების შეზღუდვა დააბრალო. რაც შეეხება ტელევიზიის დატოვებას, არც ნიკა ტაბატაძის და არც ჩემი დაცვა იყო შესაძლებელი და ეს ჩვენც ძალიან კარგად ვიცოდით”, – წერს თამარ რუხაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები