ცნობილი ჟურნალისტის – თეიმურაზ მეტრეველის ხსოვნის საღამო გაიმართება

20 ოქტომბერს რუსთაველზე მდებარე „მაგთი-კლუბში“ „თეიმურაზ მეტრეველის ფონდი“ (დამფუძნებელი სულხან მეტრეველი) ჟურნალისტ თეიმურაზ მეტრეველის ხსოვნის საღამოს გამართავს.
20 ოქტომბერს ცნობილ ჟურნალისტს, თეიმურაზ მეტრეველს 70 წელი უსრულდება. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში. საქმიანობა საქართველოს ტელე- რადიო კომიტეტიდან დაიწო და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა. დააარსა და თავადვე რედაქტორობდა რამდენიმე გაზეთს: “კაბადონი-8″,”ქართული კულტურა”, “დილის გაზეთი”. იყო გაზეთ “ახალი ეპოქის” მთავარი რედაქტორი. კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურის უნივერსიტეტებში. იყო ღირსების ორდენისა კავალერი.

12170402_968962849829401_353392659_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები