გიორგი ბადაშვილმა სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა – ვიდეო

საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა 17 ოქტომბერს უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც მთავარმა პროკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს და მას აღნიშნული საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
ბადაშვილის თქმით, აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით, განიხილება მრავალი ვერსია, მათ შორის ის, თუ როგორ მოხვდა  ისინი უკრაინულ  მედიასივრცეში.
„ამ საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს. ეს საქმე პირად კონტროლზე მყავს აყვანილი. განიხილება მრავალი ვერსია, მათ შორის საინტერესოა, თუ როგორ მოხვდა ეს კადრები უკრაინულ მედიასივრცეში. ეს კადრები დართულია სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც იძებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურის ზედამხედველობით, შესაბამისად, გადაცემულია როგორც მხარეებზე, ასევე დართულია სისხლის სამართლის საქმეზე“,- განაცხადა ბადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები