„ქორთიარდ მარიოტში“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ 20 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ 20 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, მამუკა ცოტნიაშვილი და გოგი ფაცაცია.
ორგანიზაციამ საზოგადოებას 20 წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „20 წელი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სამსახურში“, მოეწყო ფოტო გამოფენა და ბენეფიციარებისა და დევნილი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ცენტრ „აფხაზეთს“ იუბილე მიულოცეს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ქ. ქუთაისში 20 წლის წინ, 1995 წლის სექტემბერში, დევნილების მიერ დევნილთა დასახმარებლად შეიქმნა. დღეს ორგანიზაცია თავის საქმიანობას საქართველოს 9 რეგიონში ახორციელებს, აქვს 5 ოფისი (თბილისი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) და მუშაობს 4 ძირითადი პროგრამული მიმართულებით (ქველმოქმედება; საარსებო წყაროების უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარება; ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება; თემის განვითარება და ადვოკატირება). ცენტრი „აფხაზეთი“ ყოველწლიურად 5000-ზე მეტ ადამიანს ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები