დღეს თბილისობაა – “შემოდგომის დღესასწაული”
წელს თბილისობა 17-18 ოქტიმბერს აღნიშნება. დღევანდელთან დაკავშირებით, “რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზა მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ასევე, თბილისის მეტრო და საბაგირო გზა ღამის პირველ საათამდე იმუშავებს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდა. დროებით შეიზღუდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა ხეთაგუროვის და გორგასლის ქუჩებზე.
თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩინებას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ, ალბათ, ამიტომაც თბილისობას მეორენაირად ,,შემოდგომის დღესასწაულსაც” უწოდებენ. მრავალსაუკუნოვანი ქალაქის დღეობის აღნიშვნა თავისთავად გულისხმობს უძველეს ტრადიციებთან თანაზიარობას.