“2008 წლის ომის საქმეზე ვცდილობთ, რომ მოწმეთა რაოდენობა შევზღუდოთ”

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სასამართლოს აქვს მოწმეთა და დაზარალებულთა დაცვის მოვალეობა, – ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  ეს მოვალეობა იმ მოწმეთა მიმართებაშია, რომლებსაც გამოძიების პროცესში გამოიყენებენ.
“ჩვენ ეს მოწმეები უნდა დავიცვათ, რომლებსაც გამოვიყენებთ და არა ყველა მოწმე. ყველას დაცვის რესურსი არ გვაქვს. ჩვენ უკვე ვფიქრობთ კონკრეტულ მექანიზმებზე, როგორ დავიცვათ ეს მოწმეები. ჩვენ უნდა მოვამზადოთ შეფასება, რომელ მოწმეს რა დახმარება დასჭირდება. დაცვის ყველაზე რადიკალური მექანიზმია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა”, – განაცხადა პროკურორმა.
ბენსუდას თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რამდენ მოწმეს გამოიყენებს სასამართლო. მისი თქმით, მოწმეთა რაოდენობა გამოძიებაზეა დამოკიდებული.
“ვცდილობთ, რომ მოწმეთა რაოდენობა შევზღუდოთ, რადგან ბევრის მიმართ არ გახდეს დაცვის ღონისძიებები გასატარებელი”, – განაცხადა ბენსუდამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები