ლია ჯახველაძე N 82-ე საჯარო სკოლის ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლია ჯახველაძე თბილისის N 82-ე საჯარო სკოლის დირექტორის ეკა კვირიკაშვილის მიწვევით ღონისძიებას: „შემოდგომა ჩვენს სკოლაში“ დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში გალაკონცერტი გაიმართა, რომელსაც ცნობილი მსახიობები უძღვებოდნენ.
მოწვეულ სტუმრებს სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციული კერძები და სამოსი წარმოუდგინეს.
ლია ჯახველაძემ სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საინტერესო საღამოსთვის და იმედი გამოვთქვა, რომ ეს ნიჭიერი ბავშვები მსგავს საინტერესო ნამუშევრებს კიდევ არაერთხელ წარმოგვიდგენენ’’,-განაცხადა დეპუტატმა.