თბილისობასთან დაკავშირებით ავტობუსების მოძრაობის განრიგი შეიზღუდება
თბილისობასთან დაკავშირებით ზოგიერთი ავტობუსის განრიგი შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
“თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში იგეგმება ღონისძიებები, რის გამოც 17 და 18 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა ხეთაგუროვის და გორგასლის ქუჩებზე, ასევე დაიკეტება ევროპის მოედანი. მარშრუტები, რომლებიც გაივლიან ორთაჭალაში, იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროს, მშრალი ხიდის, ვირსალაძის ქუჩის და ისევ მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო №59 და №122 მარშრუტები ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად მარცხენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.