დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანელ კოლეგას შეხვდა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, აბდულ სატარ მურადს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველო–ავღანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ მხარეები დაინტერესებულნი არიან მათი გაღრმავებით სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სატრანზიტო ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში.
ავღანეთის მინისტრმა სურვილი გამოთქვა, ავღანეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, ეწვიოს საქართველოს, ასევე ადგილზე შეისწავლოს, როგორ დაძლია საქართველომ კორუფცია და ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაიზიაროს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ამ მიზნით საქართველოში სასწავლო მისიის ორგანიზების შესაძლებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები