სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა თევზსაჭერი სეინერი გადაარჩინეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაქვის საზღვაო რაიონში თევზსაჭერი სეინერი გადაარჩინეს.
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საკომანდო განყოფილებაში შესული ინფორმაციის თანახმად, ღია ზღვაში თევზსაჭერ სეინერს: ს.ჩ.ს-189-ს შეექმნა ტექნიკური პრობლემა.
ხომალდს ძრავა გაეთიშა, რის გამოც ის ვეღარ ახერხებდა გზის გაგრძელებას და არსებობდა საშიშროება, რომ სეინერი ზღვას გამოერიყა სანაპიროზე.
საპატრულო კატარღა „გენერალი მაზნიაშვილი“ NP-102 დროულად გავიდა დასახმარებლად და ბუქსირის საშუალებით სეინერი უსაფრთხოდ შეიყვანა ბათუმის პორტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები