თეა წულუკიანი აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს მოუწოდებს, ჰააგის სასამართლოს მიმართონ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს, მიმართონ ჰააგის სასამართლოს, მოითხოვონ დაიკითხონ და მხარი დაუჭირონ პროკურორის შუამდგომლობას ეთნიკური წმენდის გამოძიებასთან დაკავშირებით.
თეა წულუკიანის განმარტებით, ეს შესაძლებელია როგორც პირდაპირ, ასევე ადვოკატის მეშვეობით.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციები იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დღესვე გამოქვეყნდება.
“მინდა, მივმართო ყველა დაზარალებულს, რომ 30-დღიანი ვადა აქვთ, მიმართონ ჰააგის სასამართლოს მსხვერპლთა დაცვის სამსახურს. ეს შესაძლებელია როგორც პირდაპირ, ასევე ადვოკატის მეშვეობით. აუცილებელია, ყველა მსხვერპლმა, დაღუპულის ოჯახებმა მიმართონ ჰააგის სასამართლოს, მხარი დაუჭირონ პროკურორის შუამდგომლობას ეთნიკური წმენდის გამოძიებასთან დაკავშირებით და მოითხოვონ, რომ მომავალი კვირიდან დაიკითხონ იმ მისიების მიერ, რომლებიც დაიწყებენ ჩამოსვლას”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო დაზარალებულებებისა და ჰააგის პროკურორის ურთიერთობაში ვერ ერევა.
თეა წულუკიანის თქმით, ამიტომ დაზარალებულებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ 30 დღის ვადაში – თვითონვე მიმართონ სასამართლოს და პროკურორს.
“იუსტიციის სამინისტროს არ აქვს ამის პროცედურული როლი, ამიტომ მსხვერპლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ 30 დღის ვადაში, თვითონვე მიმართონ სასამართლოს და პროკურორს და თქვან, რომ დიახ, ჩვენ ვართ ომის მსხვერპლები და რომ შეგვემთხვა ესა და ეს… ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ჰააგის პროკურორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი მოწმეები და დაზარალებულები, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ჰააგის პროკურატურას დაუწყია გამოძიება. შემდეგ, შიშის ფაქტორიდან გამომდინარე, მოწმესა და დაზარალებულებს გადაუთქვამთ ჩვენებები. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ დავიცავთ ერთობლივი ძალებით დაზარალებულებსა და მოწმეებს”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები