ფატუ ბენსუდა: აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებს განვუმარტავ, რომ შეუძლიათ სასამართლოში შეიტანონ განაცხადები

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხევდრას, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან ერთად, აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებიც ესწრებიან.
როგორც ბენსუდამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებს გავუმარტავს, რომ მათ შეუძლიათ სასამართლოში შეიტანონ განაცხადები.
“შეხვედრაზე გავესაუბრები სამოქალაქო საზოგადოებას, თავად დაზარალებულებს. კიდევ ერთხელ მივაწოდებ მათ ინფორმაციას, რომ მსურს დავიწყო გამოძიება, ასევე დაზარალებულებს მივაწოდებ ინფორმაციას მათ უფლებებთან დაკავშირებითაც და განვუმარტავ, რომ შეუძლიათ სასამართლოში შეიტანონ განაცხადები და ითანამშრომლონ გამოძიებასთან”, – აღნიშნა ფატუ ბენსუდამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები