ფატუ ბენსუდა: მე მხოლოდ მაშინ დავიწყებ პროცედურას, როდესაც მოსამართლეები მომანიჭებენ უფლებამოსილებას

სამი მოსამართლის მხარდაჭერა მჭირდება, რომ სამართლებრივი პროცედურები დავიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ფატუ ბენსუდამ განაცხადა, საქართველო რომის სტატუტის ქვეყანაა და, შესაბამისად, ნებისმიერი იმ დანაშაულის კვლევა მოხდება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი.
“13 ოქტომბერს მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეებს და მოვთხოვე უფლებამოსილების მონიჭება, რომ შეგვძლებოდა გამოძიების დაწყება საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მე მხოლოდ მაშინ დავიწყებ პროცედურას, როდესაც მოსამართლეები მომანიჭებენ უფლებამოსილებას. მე მჭირდება სამი მოსამართლის მხარდაჭერა. ჩვენ ვიცავთ რომის სტატუტს, საქართველოს რომის სტატუტის ქვეყანაა და, შესაბამისად, ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ გვექნება იურისდიქცია, დავიწყოთ კვლევა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ეროვნებას მიეკუთვნება ესა თუ ის პირი”, – განაცხადა ფატუ ბენსუდამ.
დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას შეეხო.
ფატუ ბენსუდა საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება სურს. აღნიშნულთან დაკავშირებით ის დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები