ევროკავშირ–საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მუშაობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სარგებლის შესახებ, ისევე როგორც სხვადასხვა ეკონომიკური პროექტების თაობაზე მიგრანტი ქართველებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით; საქართველოდან ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მიგრანტი ქართველების ჩართულობის კუთხით.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ საზღვარგარეთ EUGBC-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება იმ მიგრანტ ქართველთა შორის, რომლებიც შესაძლებელია დაინტერესებული იქნან მონაწილეობით; საქართველოდან იმ მიგრანტებზე ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც დაინტერესებული არიან ინვესტირებით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები