პირველად საქართველოს რეგიონების სკოლებში მდგრადი განვითარების თემაზე სემინარები იწყება

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მასშტაბული და მნიშვნელოვანი პროექტი: „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ გრძელდება. ამ პროექტის ფარგლებში სპეციალურად ჩამოდის ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის 11 მაგისტრანტი, რომლებიც საქართველოს რეგიონების სკოლებში 17-25 ოქტომბერს ქართველი პედაგოგებისთვის პრაქტიკულ სასწავლო-მეთოდოლოგიურ სემინარებს ჩაატარებენ.
11 მაგისტრანტი ქუთაისის, რუსთავის, ვანის, ზუგდიდის, ანანურის, ახალციხისა და თბილისის სკოლებში გადანაწილდება, სადაც მათი რამდენიმედღიანი სემინარის თემაა – გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკა, მდგრადი განვითარება, სემინარის მიზანი კი სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილის დროს გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირებაა, რასაც გულისხმობს CLIL-ის (Content and Language Integrated Learning) სწავლების მეთოდი. ასე მაგალითად, სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გარკვეული თემატიკის სწავლება შესაძლებელია მოხდეს სამიზნე უცხო ენაზე, რაც საგნობრივი ცოდნის გარდა ინტერდისციპლინარულობას, კომპლექსურ აზროვნებასა და შემოქმედებითობას უწყობს ხელს.

სწორედ გოეთეს ინსტიტუტი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტთან ერთად მდგრადი განათლების კონცეფციაზე დაყრდნობით ცდილობს CLIL- ის (Content and Language Integrated Learning) მეთოდი ევროპულ საგანმანათლებლო სისტემის მსგავსად საქართველოშიც აქტიურად დაინერგოს და ასეთი მიდგომებით აჩვენოს, რომ სწავლა პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა უნდა იყოს, რომ აამაღლოს მოსწავლეთა ცნობიერება. ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი უნივერსიტეტიდან 6 საერთაშორისო ექსპერტი იყო ჩამოსული, რომლებმაც ქართველი პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი სემინარები ჩაატარეს, ახლა კი მათ თავისი სამუშაო ჯგუფი გამოაგზავნეს თავისი მაგისტრანტების სახით, რომლებიც მდგრადი განვითარების შესახებ პრაქტიკულ-მეთოდოლოგიურ სემინარებს გააგრძელებენ.

სწორედ ამ სემინარებზე იგეგმება სასკოლო პროექტების მომზადება და, საბოლოოდ, სასწავლო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წიგნის გამოშვება, რასაც პედაგოგების მომავალი თაობა გამოიყენებს. სწორედ გოეთეს ინტიტუტი გამოაქვეყნებს მონაწილე მასწავლებლების პროექტთა ამ კრებულს, ანუ სოლიდურ სახელმძღვანელოს, რომელიც შედგენილი იქნება სწავლების როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილებისაგან. მასში ასახული იქნება სასწავლო პროცესისათვის გამოსადეგი კონკრეტული მეთოდები და აღწერილი იქნება პროექტში ჩართული სკოლების გამოცდილებები. გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტი Vernetzt für Nachhaltigkeit („გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“), რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. როგორც ამ სემინარის, ასევე მთლიანად ამ საერთაშორისო პროექტის: „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ მიზანი არის ის, რომ სკოლებში საგანმათლებლო პროცესი გახდეს მდგრადი განვითარების სფეროში ცნობიერების ამაღლების ერთგვარი ბიძგი.

17-25 ოქტომბერის სემინარებამდე ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში ცნობილი საერთაშორისო ექსპერტმა ბერნადეტ ვერეშმა ქართველი პედაგოგებისთვის გამართა სემინარი, ასევე გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან მასტერკლასებით ჩამოვიდა 6 საერთაშორისო ექსპერტი გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის, ასევე მდგრადი განვითარების სფეროდან: პროფესორი შტეფან შლაიჰერი გრაცის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, ქრისტინე ვოგოვიჩი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, დოქტორი ფრანკ ჰოლცფორსტერი გეოლოგიური ცენტრის დირექტორი, დოქ. ბირგიტ კარე ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან.
საერთაშორისო პროექტის Vernetzt fürNachhaltigkeit („გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“) დასკვნით-შემაჯამებელ კონფერენცია 5 დეკემბერს გაიმართება გოეთეს ინსტიტუტში, სადაც შეფასდება ინდივიდუალური პროექტები, ასევე განხილული იქნება პროექტის გრძელვადიანი შესაძლებლობის პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული იდეები. რას ნიშნავს მდგრადი განვითარება? – მდგრადი განვითარება, პირველ რიგში არის, იდეა,მენტალური მოდელი, იგი მოითხოვს ინოვაციებს და შემოქმედებას, უნარს თანამშრომლობისათვის. მდგრადი განვითარება და მდგრადი აზროვნება ჩვენს ცხოვრებაში დიდ, მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. ეკონომიკისა და ეკოლოგიის მომავალზე კრიტიკული საკითხები განსაკუთრებით ახალგაზრდებს აღელვებთ: ქსელური მდგრადობა მათ შანსს აძლევს, გაეცნონ მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, შეისწავლონ მასთან დაკავშირებული გამოწვევები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები