დღეიდან თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ავტობუსები შეზღუდულად იმოძრავებენ
დღეიდან მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა სანდრო ეულის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით დროებით იზღუდება. ამის მიზეზი კი პროექტ ,,თბილისის მეტროს ხაზი – 2″-ის ფარგლებში მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტის” მშენებლობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეზღუდვის მოხსნამდე #6, 21, 92 და 150 მარშრუტები შემდეგი სქემით იმოძრავებენ: სანდრო ეულის ქუჩა – ქავთარაძის ქუჩა – შავიშვილის ქუჩა – ვაჟა-ფშაველას გამზირი და შემდეგ არსებული სქემის მიხედვით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის