გლდანის მოსახლეობის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება
დღეს, 10:00-18:00 საათამდე გლდანში, სარაჯიშვილის გამზირზე მიწისქვეშა გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.
“ყაზტრანსგაზის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის, ხევძმარის, კაჭარავას, ლაზოს, იპ. ივანოვის ქუჩების კერძო სექტორის, ასევე ზარზმისა და ილორის ქუჩების საცხოვრებელ კორპუსების, თემქის დას.სახლების IV კვ-ში მდებარე კორპუსების, სარაჯიშვილის გამზ. 11, 13, 15, 17, 19, 21, 23, ბუაჩიძის ქ. 14, 14ა, 16, 18, 20, 20ა, გარიშვილების, ჩარგლის ქ. 48, 50, გურამიშვილის გამზ. 25, 27, 31, 33, 35, 37, 39, 39, 41, 70, 72, 80, 82 კორპუსებისა და გუდამაყრის ქუჩის მოპირდაპირედ (ჯაფარიძის ქუჩა) მდებარე კერძოO სახლების მოსახლეობას.
“შესაძლოა თემქის დასახლებაში, IX კვარტალში მდებარე კორპუსების, ასევე გამყრელიძის, გარიყულის, კაკაბაძის, თიანეთის, ველისციხის, სიხარულიძის, სადმელის, ირემაშვილის, ცოდნისკარის, ხვანჭკარის, შატილისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას გაზი მიეწოდოს ჩვეულ რეჟიმზე დაბალი წნევით.
აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდება სარაჯიშვილის გამზირზე მდებარე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, გლდანის გამგეობის შენობას, ს.ს. ,,სარაჯიშვილს”, სს ,,ბაგრატიონს”, ელმავალმშენებელ ქარხანას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ რესტორნებს. აგრეთვე #14 ბაგა-ბაღს სარაჯიშვილის ქ. 13ა-ში და იპ.ივანოვოს ქ. 76-ში მდებარე # 13 ბაგა-ბაღს”, – აცხადებენ “ყაზტრანსგაზში”.
კომპანია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მოსახლეობას გაზმომარაგების აღდგენამდე ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.
გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.
სამუშაოს შეასრულებს ექსპლუატაციის დეპარტამენტი.