თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ცნობით, აღნიშნული მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, აბაშიძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ავშნის, ზესტაფონის, ვახტანგ ნინუას, ხვინგიას, ცისარტყელას, რკინიგზის, მახალდიანის და მანჯგალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, იუნკერთა, ჩკალოვის და დოდაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, VII მიკრორაიონების და სოფელ გლდანის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, კავსაძის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, გუდაუთის, აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები