წამლებზე ფასებმა ბოლო დროს თითქმის ორჯერ მოიმატა

ბოლო პერიოდში ქვეყანაში მედიკამენტების ღირებულება გაიზარდა, რაც სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და პესნიონერებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს, – ამის შესახებ ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის ,,ღირსეული სიბერე“ თავმჯდომარემ, ნანა კალანდაძემ განაცხადა.
კალანდაძის თქმით, შესაძლოა, მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
„ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დაავადებების პრევენციასა და ადრეულ გამოვლენას ასახელებს, რაც მისასალმებელია. თუნდაც უმთავრესია, როგორ გეგმავენ მის განხორციელებას. საქმიანობიდან გამომდინარე, ძირითადად, სოციალურად დაუცველ ფენასთან მაქვს ურთიერთობა და მედიკამენტების გაძვირების გამო ისინი უკმაყოფილობას გამოთქვამენ. მიდიან ექიმთან, იტარებენ კვლევებს, მაგრამ დანიშნული წამლის შეძენას ვერ ახერხებენ. მიმაჩნია, რომ მედიკამენტების ფასები გადამწყვეტია. უფრო მეტი თანადაფინანსება ან ყველა ქალაქსა და რეგიონში სახელმწიფო აფთიაქების არსებობა, სადაც მედიკამენტები ფიქსირებულ ფასებში გაიყიდებოდა, მოსახლეობისთვის ეს უდიდესი შეღავათი იქნებოდა”, – განაცხადა ნანა კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები