„სრულიად ლოგიკურია “თავისუფალი დემოკრატების” წევრების ნელი და პერმანენტული წასვლა ე.წ. ალასანიას გუნდიდან“

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ დავით ზალკალიანის მსგავსად „თავისუფალ დემოკრატებს“ პარტიის სხვა წევრებიც დატოვებენ. გამზარდიას შეფასებით, ალასანიამ თავის დროზე სერიოზული უხერხულობების შექმნით მოახერხა თავისივე თანაგუნდელების ჩამოშორება ხელისუფლებიდან, ისე, რომ საკუთარ პიროვნულ მიზეზებს გადააყოლა ამ ადამიანების პოლიტიკური პერსპექტივები.
„სრულიად ლოგიკურია “თავისუფალი დემოკრატების” წევრების ნელი და პერმანენტული წასვლა ე.წ. ალასანიას გუნდიდან. ალასანიამ თავის დროზევე სერიოზული უხერხულობების შექმნით მოახერხა თავისივე თანაგუნდელების ჩამოშორება ხელისუფლებიდან, ისე, რომ საკუთარ პიროვნულ მიზეზებს გადააყოლა ამ ადამიანების პოლიტიკური პერსპექტივები. ბუნებრივია, მისი თანაგუნდელები ნელ-ნელა მაინც აცნობიერებენ შექმნილ უპერსპექტივობას და, სავარაუდოდ, ზალკალიანის გარდა სხვა წევრებიც დატოვებენ ირაკლი ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებს”,- წერს გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები