გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აჭარის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს დაცული ტერიტორიების 19 ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა 2015 წლის შედეგების პრეზენტაციები წარმოადგინეს და წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამეს. პრეზენტაციაზე, დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების 25- წლიან ისტორიასა და საერთაშოროსიო დონორი ორგანიზაციების ხედვებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ამ ეტაპზე არსებული საერთო სისტემური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ღონისძიება საკონსულტაციო ჯგუფის GFA-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები