პატრიარქმა ეკლესიებში 24-საათიანი ლოცვა დააწესა

დღეს მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ საქართველოში და განსაკუთრებით სვეტიცხოველში, დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პარტიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
შესაბამისად, პატრიარქის თქმით, ყველა მსურველს საშუალება ექნება, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ეკლესიაში ლოცვა შეასრულოს.
“საქართველო ისტორიულად გამოირჩეოდა თავისი დიდი ლოცვით, ლოცვებით. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ აღვადგინეთ უძველესი წესი – შვიდგზის ლოცვა. შვიდჯერ დღეში ლოცულობდა ჯერ კიდევ დავით მეფე, ისრაელისა ფსალმუნთა დამწერელი და აი, დღეს მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ საქართველოში და, სვეტიცხოველში განსაკუთრებით, დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა. ყველა ადამიანს დღე და ღამე ექნება საშუალება, შემოვიდეს სვეტიცხოველში და შეასრულოს ლოცვა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი”, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები