სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესი საღმრთო ლიტურგიას აღავლენს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს. ტაძარში მრევლთან ერთად პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ელოდებიან ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც.
დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება სრულდება.