მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა
დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, ფრაქცია “კონსერვატორების” წევრები ხარაგულის რაიონის სოფელ ბორითში ჩავიდნენ. ტრაგედიის ადგილზე მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მამა მირიან სამხარაძემ ეროვნული გმირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.
პარაკლისს, ფრაქცია “კონსერვატორების” წევრების გარდა, ხრაგაულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.