კახა კახიშვილმა თურქეთის საელჩოში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. კახა კახიშვილმა ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოში თურქეთის ელჩს ლევენთ გურმუქჩუს პირადად მიუსამძიმრა.
„შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც თურქეთის დედაქალაქში მოხდა. ეს მძიმე წუთებია როგორც თურქეთის მოსახლეობისთვის, ისე მთავრობისთვის. მოვედი, რომ გავიზიარო მათი ტკივილი,“- განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ტერორიზმთან კონსოლიდირებული ბრძოლის შედეგად, ასეთი ტრაგიკული ფაქტები არცერთ ქვეყანაში აღარ მოხდება.