დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს

დიდი დიღმის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდებოდა. შედეგად, გამოავლინეს სამართალდამრღვევი, რომელმაც გარემო სამშენებლო ნარჩენებით დააბინძურა.
მოქალაქეს დაკისრებული საჯარიმო სანქციის გარდა, დაევალა მის მიერ დაყრილი ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავება.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
შეგახსენებთ, რომ 1 ან 1-ზე მეტი კუბური მეტრის მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარიან, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 1500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები