თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია. კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, პურის მოედნის, აბო თბილელის, აბესაძის, საიათნოვას და აბოვიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის, ჩარგლის, ტიბაანის, ბუაჩიძის, თიანეთის, დავით გარეჯელის, ცოტნე დადიანის, ლომთათიძის, ბეჟანიშვილის, ვახტანგ ნინუას, ზესტაფონის, ხვინგიას, ცისარტყელას, ბენდელიანის, რკინიგზის, მახალდიანის, მიხა ჩოდრიშვილის, ეროსი მანჯგალაძის, კახიანის, ინწკირველის, ნოსტეს, უიარაღოს, მუშათა, კელაპტრიშვილის, წაღვერის, ძმობის, ქებურიას, წრომის, მესხის, კიკნაძის, ჩხიკვაძის, კისისხევის და სტურუას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ცოტნე დადიანის II კვარტლის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის და კოხრეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, დოდაშვილის, ბერი გაბრიელის, ჩკალოვის, იუნკერთა, ჯავახეთის, წულუკიძის, ზაქარია მხარგრძელის, კალოუბნის, 17 შინდისელი გმირის, ზურაბ ჩაჩუას და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის “ა” მიკრორაიონის, თიანეთის, ხიზაბავრის, ხევძმარის, ქერჩის, ვეკუას, ფორე მოსულიშვილის, მარატ ნოზაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის, ლილოს დასახლების, ლილოს IV და V კვარტლების, საქსოფმანქის დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, სადგურ ლილოს დასახლების, ქაიროს და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები