შსს-ს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის გამარჯვებული სპორტსმენი სამშობლოში დაბრუნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულ ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.

დათა ქაჯაიამ პროფესიონალურ TC2T კლასში, ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატში (ETCC) ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები