საქართველოს საპატრიარქო კომპანია SOCAR-ს და მის პრეზიდენტს მადლობას უხდის
საქართველოს საპატრიარქო კომპანია SOCAR-ს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების ვალდებულების აღებისთვის მადლობას უხდის.
როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, ნავთობკომპანიასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, SOCAR-მა კეთილი ნებით აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება.
“აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა ამა წლის 1 ნოემბერისთვის, თუმცა, კომპანიის გადაწყვეტილებით, დრო გაგრძელდა კიდევ ორი თვით, ანუ 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს საპატრიარქო გულითად მადლობას უხდის SOCAR-ის პრეზიდენტს, ბატონ როვნაგ აბდულაევს და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს, ბატონ მაჰირ მამედოვს ამ დიდი თანადგომისთვის”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.