გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა რუსთაველებს ,,რუსთავქალაქობა’’ მიულოცეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ რუსთაველებს ,,რუსთავქალაქობა“ მიულოცეს.
თბილისის საკრებულოს ცნობით, საკრებულოს წარმომადგენლები დღესასწაულს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეუერთდნენ და სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად ,,რუსთავქალაქობას’’ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ასევე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და რუსთავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წარმომადგენლები ეწრებოდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა რუსთავის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და დიპლომთან ერთად საპატიო სიგელი თემურ ლობჟანიძეს გადასცა, რომელიც 1968 წელს ციან-მარილების საამქროს აფეთქებისას აპარატს გადაეფარა და ასეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
,,რუსთაველებო, თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით გილოცავთ დღევანდელ დღეს. 16 ოქტომბერს დედაქალაქშიც იმართება საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია, შეგეჯიბრებით და შევეცდებით, რომ რუსთაველების მსგავსად, ჩვენც ისეთივე ღირსეულ ადამიანებს ვარგუნოთ საპატიო თბილისელის ტიტული, რომელთა ღვაწლიც შემოენახება საქართველოს ისტორიას“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და რუსთაველები თბილისობის სახალხო დღესასწაულზე დაჰპატიჟა, რომელიც 16-18 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები