NDI და CRRC-საქართველო დღეს კვლევის შედეგებს წარადგენენ

NDI და CRRC-საქართველო დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენენ. როგორც “კვირას“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისიდან აცნობეს, გამოკითხვა, ძირითადად, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებსა და თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები