პატრიარქმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაგა
სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“მოგვიახლოვდა დიდი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაული სვეტიცხოვლობა, სამშაბათს საღამოს აღევლინება ლოცვა, ოთხშაბათს კი საზეიმო წირვა სვეტიცხოველში, მცხეთაში. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ ამ დიდ დღესასწაულს“, – ბრძანა უწმინდესმა.
სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაულზე საზეიმო წირვას უწმინდესი, მღვდელმთავრებთან ერთად, სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
თბილისიდან მცხეთაში მრევლს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება, რომლებიც საპატრიარქოს ტერიტორიიდან დილის 08:00 საათზე გავა.